четверг, 22 апреля 2010 г.

პროექტის სახელი : ძველი ადათ –წესები და ტრადიციები




პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები აგროვებენ ინფორმაციას ძველი ადათ–წესებისა და ტრადიციების შესახებ. ახდენენ ანალიზს, ავლებენ პარალელს თანამედროვეობასთან, აკეთებენ შედარებას თუ რომელი ტრადიცია შემორჩა დღეისათვის.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე მსჯელობენ რამ ჩაუყარა საფუძველი ამა ტუ იმ კუთხის ტრადიციებსა თუ ადათ–წესებს საფუძველი.განსაკუთრებით ყურადღება მახვილდება დასავლეთ საქართველოში გავრცელებულ რიტუალებზე,ფოლკლორზე, ქართული სუფრის ტრადიციებზე,ჩაცმულობაზე.
კლასი დაიყო ჯგუფებად.1) პირველ ჯგუფს დაევალა მოეძიათ შელოცვები უხუცესებისაგან
სხვადასხვა ვარიანტები,(ერთი თვის განვალობაში)
2) მეორე ჯგუფს დაევალა მოეძიათ ინფორმაცია რა რიტუალები სრულდებოდა ამა თუ იმ დღესასწაულზე (ერთი თვის განვალობაში)
3) დაამზადონ სხვადასხვა რიტუალებთან დაკავშირებული საგნები,(ჩიჩილაკი, ტაბაკი ,კეცები)რომელსაც იყენებდნენ მათი წინაპრები. (ერთი თვის განვალობაში)
4) შეისწავლონ დასავლეთ საქართველოში გავრცელებული რამდენიმე სიმღერა და ცეკვა რომელსაც შემდეგ წარადგენენ პროექტის დასასრულს. (ერთი თვის განვალობაში)
5) შეისწავლონ დასავლეთ საქართველოში კერძოდ სამეგრელოში გავრცელებული კერძების დამზადება.
მას შემდეგ რაც მოსწავლეები წარმოადგენენ თავიანთ ნამუშევრებს ,დასავლეთ საქართველოს კუთხისთვის დამახასიათებელ ტანსაცმელში გამოწყობილნი ახდენენ პრეზენტაციას კონცერტის სახით. მოწვეული იქნებიან სტუმრები .მოსწავლეები კონცერტის დასასრულს სტუმრებს უჩვენებენ თავიანთი ხელით დამზადებულ საგნებს ,რომელზედაც მოთავსებულია მეგრული კერძები.
მონაწილეთა ასაკი: 10 წელი
ვადები /ხანგრძლივობა: ერთი თვე
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: 1)მოსწავლეებმა წაიკითხეს შელოცვები,რომელიც სრულდება სხვადასხვა შემთხვევის დროს.
2) დამსწრეთა წინაშე წარმოაჩინეს თუ რა რიტუალები სრულდებოდა დღესასწაულებზე.
3) მოსწავლეებმა დამსწრეთ უჩვენეს თავიანთი ხელით დამზადებული ჩიჩილაკი, კეცი, ტაბაკი და ისაუბრეს მათ დანიშნულებასა და გამოყენებაზე.
4) მოსწავლეებმა დასასრულს შეასრულეს მეგრული სიმღერები,ცეკვები.
5)ბოლოს მოსწავლეები სტუმრებს აგემოვნებინებენ მეგრულ კერძებს ,რომელიც ტაბაკზეა მოთავსებული: ბუხარში შემწვარი გოჭი და ქათამირომელიც ჯოხზეა აცმული, კეცზე შემწვარი ხაჭაპური და მჭადი, ელარჯი, ლობიო თიხის ქოთანში,ღვინო თიხის დოქით და ა.შ.)
სამუშაო ენა : ქართული ენა
პროექტის ვებ გვერდი/ბლოგი wwwnonafarulava.bogspot.com